თავი პირველი: 19..18..17..
რუსულმა პაბლიშერმა ბუკამ და დეველოპერმა Creoteam 2008 წლის 25 სექტემბერს ოფიციალურად განაცხადეს თავიანთი ერთობლივი პროექტის, პოსტაპოკალიპტიკური ექშენის ჟანრის თამაშის Collapse -ის ოფიციალურ გაყიდვაში დაშვების თაობაზე.
თამაშის გამოშვებას წინ უძღოდა მთელი (!?) 19 დღიანი ბეტა ტესტინგი, რომელიც ბუკას ოფიციალურ საიტს თუ დავუჯერებთ, 2008 წლის 6 სექტემბერს დაიწყო..
მაგრამ ამ ყველაფრამდე იყო დეველოპერის და პაბლიშერის ერთობლივი ისტერიული პრეს რელიზები, რომ თურმე მზადდება არნახული თამაში, არნახული გრაფიკით, არნახული სიუჟეტით და ფიზიკით… მოკლედ იმდენად არნახული და დაუჯერებელი თამაში მზადდებოდა რომ დეველოპერმა მხოლოდ ერთი გადღაბნილი მინიტრეილერი გაიმეტა KRI2008 -ზე წარსადგენად.
თავი მეორე: Deja Vu
ანდრეი ტარკოვსკის რომ ცოდნოდა რას დაამსგავსებდნენ მის შედევრ სტალკერს 30 წლის შემდეგ Сreoteam-ის პროგრამისტები და დიზაინერები, ალბათ არასოდეს არ გადაიღებდა ამ ფილმს.. დიახ, თქვენ არ მოგესმათ ყველა ”სიკეთესთან” ერთად Collapse სტალკერის და Half Life -ის ფრიად უნიჭი რიმეიკიც გახლავთ, ოღონდ პატარა შესწორებებით; 2013 წელი ცენტრალურ ევროპაში გამოჩნდა ”ანომალური ზონა” მოხდა გიგანტური კატაკლიზმები, ევროპელების დიდი ნაწილი ამოწყდა ან გაიქცა..(რაზე არ ოცნებობენ ეს რუსები
)
”ზონა”-ში არ მოქმედებენ სატელიტები, გაგზავნილი სადაზვერვო ჯგუფები უგზო-უკვლოდ იკარგებიან, მოკლედ- პოლნი პიზდეც. ჭკვიანმა ევროპელებმა ზონას დიდი კედელი შემოარტყეს, ავტომატური ტყვიამფრქვევები დააყენეს და თავიანთ საქმეებზე წავიდ-წამოვიდნენ..
”ზონას” და შიგნით გადარჩენილ ადამიანებს, აგერ უკვე რამდენი წელია კლანთა ლიდერები – ლორდები მართავენ, ტერაქტები და განგსტერული საქმის გარჩევები დიდი ხანია ზონის ყოველდღიურობად იქცა.. ერთ დღესაც სად იყო და სად არა ყველა ლორდმა გადაწყვიტა ერთ ადგილას შეკრებილიყვნენ და ჩაბარებულიყვნენ პატრონს..გასულიყვნენ მარილზე ან უბრალოდ მომკვდარიყვნენ გრანდიოზულ აფეთქებაში, finita la comedia როგორც ამბობენ.
თავი მესამე : TOTAL COLLAPSE
თამაშის მთავარი პერსონაჟი, ერთადერთი გადარჩენილი ლორდი, დრედებიანი რემბოს და ”ამერიკელი ნინძა”ს უხარისხო ნაზავს წარმოადგენს ერთნაირად ხმარობს 20 კილოგრამიან ხმალსაც და თითქმის 10 (!) ტიპის ცეცხლსასროლ იარაღსაც. თამაშის მიზანი რათქმაუნდა ბანალურია, იპოვო ტერაქტის მომწყობნი, გაანთავისუფლო პირსისხლიანი ტირანიისგან ზონის მოსახლეობა და გააერთიანო ერთი დროშის ქვეშ..მოკლედ მიშა ხარ სააკაშვილი ვარდების გარეშე…
რაც მთავარია, მთავარი გმირის წინააღმდეგ მოქმედებენ არც მეტი და არც ნაკლები რომელიღაც ზესაიდუმლო პორტალიდან გამომძვრალი 6( დიახ ექვსი) სახის მონსტრები, თამაში ე.წ Bestiary იმდენად მწირია რომ სადღაც შუაში უკვე ძველი მეგობარივით ესალმებით აგერ უკვე 19,340-ედ გამომხტარ შავ აბჯარში გამოწყობილ დაქირავებულ მკვლელს ან ორფეხა გაურკვეველი სქესის მქონე მონსტრს..
ლოკაციების გაფუჭება მაინცდამაინც ვერ მოუხერხებიათ დიზაინერებს, თუმცა ერთიდაიგივე ოთახის 20 სხვადახვა ადგილას დანახვის შემდეგ გამიჩნდა კითხვა ”რატომ ვთამაშობ?” ”რევოლუციური გრაფიკა” ”ენით უთქმელი შუქ-ჩრდილების სისტემა” და ”გამაოგნებელი ფიზიკა” ილუზიაა რომელიც ორთქლდება 15 წუთი თამაშის შემდეგ..
დიდი ხანია უკვე FPS ტიპის თამაშებშიც კი სწორხაზოვანი სიუჟეტი ძნელი საპოვნია, Creoteam -მა ამის გაკეთებაც შესძლო, ერთი შესასვლელი ლოკაციაში, ერთი გამოსასვლელი…მეტი რა უნდა ჭეშმარიტ გეიმერს.
კომბატ სისტემაზე ცალკე დიდი სტატიის დაწერა შეიძლებოდა, მაგრამ არ ღირს. მთავარ გმირს 4(!) დიახ ოთხი კომბო აქვს თავისი 20კგ-იანი ხმლით რომელსაც შესაშური მონოტონურობით იმეორებს მთელი თამაშის განმავლობაში. აშკარაა რომ პროგრამისტებს ძალიან ცოტას უხდიან Creoteam -ში, მონსტრების მოძრაობის Waypoint-ები ალბათ უფრო საინტერესო იქნებოდა უბრალოდ $Random მნიშვნელობა რომ მიეცათ, ახლა კი, ერთმანეთთან შეტყუპებული 5 მონსტრი ერთი შოტგანის გასროლით კვდება და სანამ არ მოკვდებიან ვერც მიხვდებით რომ იქ რამოდენიმე იყო..
წარმოიდგინეთ როგორი უნდა იყოს კომპოზიტორის ნამუშევარი რომ ამ ყველაფრის ფონზე კატასტროფად ჩაითვალოს.. ერთი და იგივე მუსიკა ბრძოლების დროს, უკვე თამაშის მეათე წუთზე ტვინი ითხოვს ხმის გამორთვას
თავი მეოთხე : დასკვნა
თუ ბუკა და კრეოტიმი ისევ აპირებს ასეთი თამაშებით ჩვენს გახარებას, კარგი იქნებოდა წინასწარ გავეფრთხილებინეთ რომ მათი თამაშების ინსტალაციაში არც დრო და არც ძვირფასი გიგაბაიტები არ დავხარჯოთ ჩვენს კომპიუტერზე.
საბოლოო შეფასება
3,1/10
3,1იც იმიტომ რომ Cut Scene-ბის გაფუჭება მაინცდამაინც არ გამოუვიდათ.


saertod rato dateste eg tamashi? rame gauketebiat magat manamde kargi? (seriozulad vkitxulob amas, mainteresebs:D)
არა უბრალოდ 2 თვის განმავლობაში აგ.რუ-ზე არეკლამებდნენ კონტექსტურ რეკლამად და დამაინტერესა )
lol