როგორც ჩანს 5 წლიანი მოლოდინი მალე დასრულდება, ონლაინ ჟურნალმა MCV-მ მაიკროსოფტთან დაახლოებულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ Remedy-ს ეს პროექტი მაისის ბოლო რიცხვებში გამოჩნდება მაღაზიების თაროებზე, 1up.com -მა სცადა დაკავშირებოდა მაიკროსოფტს კომენტარისთვის მაგრამ სტანდარტული პასუხი მიიღეს რომ ჭორებზე კომპანია კომენტარს არ აკეთებს, თუმცა დაამატეს რომ ისინი გეგმავენ გრანდიოზული “Hollywood Style” სარეკლამო კამპანიას თამაშის გამოსვლამდე და რომ ჩვენ ყველაფერს თავის დროზე შევიტყობთ. პრინციპში სადაც 5 წელი ველოდეთ – რამოდენიმე თვესაც მოვითმენთ, მთავარია ის იმედები რომლებსაც გეიმერები ამ თამაშზე ამყარებენ არ გაცრუვდეს.
Alan Wake – მაისში?
Published: November 15, 2009Posted in: განსაკუთრებული სიახლეები, სიახლეები
