Electronic Arts-მა ლინკადინზე გამოაქვეყნა ახალი ვაკანსია – “უფროსი ონლაინ ეტაპების დიზაინერი” (Senior Online Level Designer) რომელსაც უნდა შეეძლოს შექმნას ხარისხიანი, გასართობი და საინტერესო ეტაპები ქსელური მულტიპლეიერისთვის. Joystiq-ის ცნობით ეს ყველაფერი Dead Space 2 სთვის მზადდება, თუ გავითვალისწინებთ იმას რომ პირველ Dead Space-ში აქცენტი იყო გაკეთებული “სტრატეგიულ დანაწევრებაზე” (ხელების, ფეხების ან ტანის სხვა ნაწილების განადგურებით მოწინააღმდეგის გადაადგილების ან სხვა ფუნქციების მოშლა) წარმომიდგენია რა იქნება ეს ყველაფერი მულტიპლეიერში – ასე ვთქვათ, ვირტუალური საყასაბო
Dead Space 2-ს ონლაინ მულტიპლეიერი ექნება
Published: November 15, 2009Posted in: განსაკუთრებული სიახლეები, სიახლეები
