Ni Hao! ანუ Gaming ჩინურად (ნაწილი 2)
ჩინელი გეიმერის ისედაც ძნელი ცხოვრება უფრო გაუარესდა, ჩინელმა ბიუროკრატებმა არ იკმარეს აკრძალული თამაშების სიის შექმნა, World Of Warcraft-ის დაბლოკვა და MMO ინდუსტრიის იზოლაცია – ამ ყველა სიკეთესთან ერთად ჩინეთის კულტურის სამინისტროში შექმნეს დამატებითი ბიუროკრატიული ბერკეტი რომელიც სავარაუდოდ არ იმოქმედებს დადებითად ჩინურ თამაშების ინდუსტრიაზე, ამიერიდან ყველა კომპანიას რომელსაც სურს შევიდეს ჩინურ ბაზარზე უნდა ჰყავდეს სპეციალურად მივლენილი ცენზორი ვინც გააკონტროლებს “თამაშის შინაარსის თავსებადობას ჩინურ სოც-ღირებულებებთან”. ჩინეთის კულტურის სამინისტრო ასევე გეგმავს აკრძალოს თამაშები სადაც შეიძლება გათხოვება ან ცოლის მოყვანა და აპირებს შეზღუდოს PVP-ს ზოგიერთი ასპექტი – კერძოდ მოთამაშეების გალუტვა და სისხლიანი ანიმაციები -_-. ჩინური თამაშების ბაზარი უზარმაზარია – მაგრამ ღირს კი იქ შესვლა?

20 Nov 2009, 1:31 am
“სოც. ღირებულებები” მაგარი იყო. მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ბაზარია.
20 Nov 2009, 10:35 am
ოოო,ბლიზარდს მაინც არ დაერხევა ჩინელებმა ვოუს თამაში რო შეწყვიტონ
20 Nov 2009, 2:55 pm
მარტო ვოვზე ხომ არაა, საერთოდ ერხევა თამაშებს ჩინეთში.
მაოძედუნის თავგადასავლებზე ხომ არ გააკეთებ ? პვპ არაო, სექსი არაო, მმო არაო, აბა ჩინური კაზუალები მტერმა ითამაშა..