2009 წლის 5 ყველაზე გაყიდვადი თამაში

2009 წლის 5 ყველაზე გაყიდვადი თამაში

GfK-ChartTrack-მა, ცნობილმა ამერიკულმა კომპანიამ რომელიც ბაზრის კვლევითაა დაკავებული, ჩაატარა გამოკვლევა რათა გაეგო ხუთი ყველაზე გაყიდვადი თამაში 2009-წელს.

პირველ ადგილზე Activision-ის Modern Warfare 2 გავიდა, 2009 წლის ნამდვილი ჰიტი Activision-მა ჯამში 11მილიონ 862 ათასი  გაყიდა, აქედან 8 მილიონზე მეტი ამერიკაში, 300.000 იაპონიაში და დანარჩენი UK-ში.

საინტერესო სტატისტიკა მეორე ადგილიდან იწყება. მეორე-მეხუთე ადგილები, მყარად უკავიათ Nintendo Wii-ს თამაშებს, მეორე ადგილზე Wii Sport Resort-ია, 8 მილიონი გაყიდვით, მესამეზე New Super Mario Bros wii -7 მილიონი, მეოთხე-მეხუთე ადგილს, ფიტნესისთვის განკუთვნილი თამაშები, Wii Fit და Wii Fit plus ინაწილებენ შესაბამისად 5.8 და 5.44 მილიონი გაყიდვით. ამათგან ყველაზე მეტი Wii-ს თამაშები პროცენტულად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიყიდა და გადაუსწრო PS3-ის და Xbox-ის გაყიდვებს ერთად აღებულს.

მგონი დროა კონსოლები გამოვცვალოთ :D

About the Author