Dante’s Inferno-დან მაკბეტამდე
EA -მ და Visceral Games თავის დროზე გააოცეს გეიმერები როდესაც დააანონსეს რომ მუშაობდნენ თამაშზე დანტე ალიგიერის ნაწარმოების მიხედვით, აი Dante’s Inferno უკვე თითქმის დასრულებულია, ამ თამაშზე ჩვენ ჯერ კიდევ 2008 წელს ვწერდით. ახლა აღმოჩნდა რომ დანტეს შემდეგ დეველოპერები აპირებენ.. მაკბეტის “თამაშიზაციას” Dante’s Inferno-ს აღმასრულებელი პროდუსერის ჯონათან ნაითის (Jonathan Knight) განცხადებით “მაკბეტის პერსონაჟი იმდენად ემოციურია რომ გვერდს ვერანაირად ვერ აუვლიდა და უკვე რამოდენიმე წელია ფიქრობს შექსპირის ამ ტრაგედიიდან თამაშის შექმნაზე” ციტატის დასასრული.
Dante’s Inferno მაღაზიებში პარასკევს გამოჩნდება, თუ რა ბედი ეწევა მაკბეტს -ამას ალბათ უახლოეს მომავალში შევიტყობთ.

03 Feb 2010, 9:26 pm
ტრაილერი არა გვაქვს?
03 Feb 2010, 9:33 pm
მაკბეტის? არა. ჯერ მხოლოდ იდეაშია.